დარგის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს თქვენი სოციალური გავლენის, გამომგონებლობის, მეწარმეობის, შემოქმედებითობის და განვითარების პოტენციალს. შესაბამისად 5 კატეგორიაში 30 გამარჯვებულს გამოავლენს, ხოლო Forbes Georgia დამატებით დაასახელებს თავის რჩეულს.
30 წლამდელთა სიით გაგაცნობთ ნიჭიერ, საქმიან ახალგაზრდა ლიდერებს, რომელთა ნაკვალევს უკვე სხვებიც მიჰყვებიან. ყოველ ახალ სიას მოაქვს ახალი სახეები, ბიზნეს იდეები და პროგრესი.
თუ გინდა მონაწილეობა და 2021 წლის 31 დეკემბრისათვის კვლავ 29 წლის იქნები შემოგვიერთდი:
განაცხადები მიიღება 2022 წლის 15 აპრილამდე
სპექტაკლის მსვლელობისას საზღვრები უნდა გაქრეს, რათა ორივე მხარეს ამბავი და ემოცია გაცოცხლდეს.
მუსიკა, ფერწერა, ლიტერატურა, თეატრი, კინო, არქიტექტურა, დიზაინი, მოდა, გართობა – ამ სფეროთა წარმომადგენლები მომავლის ესთეტიკას ქმნიან.
ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია – ამ დარგებში პროგრესი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დაჩქარდა. გავიცნოთ ახალგაზრდები, რომლებიც ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობენ.
ამ დარგის წარმომადგენელთა საუკეთესო მეგობარი, სოკრატეს აზრით, ეჭვია. ისინი ცდილობენ სამყაროში გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ და კაცობრიობას ახალი ცოდნა დაუქვემდებარონ.
კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.
ხელოვნებისა და ბიზნესის ხახუნისგან გაჩენილმა ნაპერწკალმა საქართველოში ნამდვილი ცეცხლი ააგიზგიზა. ამ ინდუსტრიის ქართველი მესვეურები მსოფლიოს ტოლს არ უდებენ.
სამეწარმეო სულისკვეთების წახალისება ყოველთვის Forbes Georgia-ს უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ სახეებსა და სახელებს, რომელთა წარმატებაც საქართველოს ბაზარზე ადვილად იზომება.
გურამ გვასალია
VETEMENTS | აღმასრულებელი დირექტორი
ვანო ნაკაიძე
PETROCAS ENERGY GROUP | აღმასრულებელი დირექტორი
ქრეიგ კრამერ
GULF GEORGIA | გენერალური დირექტორი
გვანცა მურღვლიანი
TBC BANK | ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელმძღვანელი
ნინო ენუქიძე
BTU | რექტორი
ირინა პოპიაშვილი
ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა | დამფუძნებელი და დეკანი
ნიკოლოზ რაჭველი
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი | სამხატვრო ხელმძღვანელი
გიორგი ისაკაძე
FORBES GEORGIA | მთავარი რედაქტორი
მიხეილ ხიდურელი
აწარმოე საქართველოში | დირექტორი