გეგა წურწუმია ქართული ფინტეკ სტარტაპი "Payze"-ს თადამფუძნებელი და თანადირექტორია. გეგამ სამხედრო აკადემია ამერიკაში დაამთავრა ჰიდროინჟინერიის მიმართულებით. დაბრუნდა საქართველოში, ჯერ იყო თავდაცვის სამინისტრო, შემდეგ ანაკლიის პროექტი და მერე კი ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება პრობლემა აქციოს ბიზნესად. პარტნიორებთან ერთად ფინანსური ტექნოლოგიების სფეროზე შეჯერდა და მიზნად დაისახა, რომ მისი ინკლუზიური ფინტეკ პლატფორმა ლიდერი გახდებოდა არა მხოლოდ საქართველოში და რეგიონში, არამედ სჯეროდა რომ სასარგებლო ელექტონული გადახდების პროდუქტს შესთავაზებდა გლობალური კომერციის ბაზარს. ამ და სხვა თემებზე დეტალურად საუბრობს ფორბს 30Under30-ის გამარჯვებული, გეგა წურწუმია.
გეგა წურწუმია - 2021 წლის Forbes #30Under30-ის გამარჯვებული კატეგორიაში - "ანტრეპრენიორები და მეწარმეები"
ავტორი