ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ნოდარ ტრაპაიძე

 

მინდა, საქართველომ თავისი სახელი დატოვოს ციფრულ ბაზარზე

ნოდარ ტრაპაიძე „ნოთ სოუ ქალმ დაოს“ დამფუძნებელი და 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის რჩეულის კატეგორიაში გამარჯვებულია. ნოდარი ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის პარალელურად ელექტრონული მუსიკის სფეროში მუშაობდა. მუსიკის წერა დღემდე მისი ჰობია.

სკოლის დამთავრებამდე საკუთარ მეგობრებთან ერთად ელექტრონული მუსიკის ლეიბლი, Glipsy Records-ი დააფუძნა. „სწორედ ამ პერიოდში მივხვდი, რომ რთულია, გაციფრულების გარეშე დაეწიო განვითარებულ მსოფლიოს“. შესაბამისად, ციფრული ტექნოლოგია მისი ცხოვრების ნაწილი გახდა.

ელექტრონული მუსიკის ლეიბლზე მუშაობის პარალელურად, ნოდარ ტრაპაიძემ მუსიკოსების სააგენტო Not So Calm-ი დააარსა. სააგენტო ქართველი მუსიკოსების უსაფრთხო საქმიანობაზე ზრუნავს. პროექტის მიზანი კი მუსიკის ციფრულ სამყაროში გადაყვანაა.

ნოდარ ტრაპაიძე ამ ეტაპზე „აჭარა ჯგუფის“ ახალი პროექტის, საერთო სამუშაო სივრცეების ციფრული მიმართულების განყოფილებაში მუშაობს. ამავდროულად მეგობრებთან ერთად დიდ და მცირე, თუმცა საინტერესო მუსიკალურ პროექტებზეც მუშაობს.

ნოდარის მიზანი მომავალში მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულებაში დახმარებაა.

მინდა, საქართველომ თავისი სახელი დატოვოს ციფრულ ბაზარზე.

Forbes 30 Under 30-ში გამარჯვებამ დამანახა, რომ რასაც ვაკეთებ, ნამდვილად ღირებულია. გამიმყარა თვითრწმენა, რაც მაძლევს იმის მოტივაციას, რომ არასდროს გავჩერდე.

ნოდარ ტრაპაიძე 2021 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებულია ფორბსის რჩეულის კატეგორიაში.