ტექნოლოგიები ხშირად მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროდ მოიაზრება, თუმცა არიან გოგოები, რომლებიც მსგავს სტერეოტიპებს არღვევენ
სწორედ ასეთია ანანო ბოდოკია, რომელმაც ეს დოგმა დაარღვია და აჩვენა თუ რამდენად ძლიერები შეუძლიათ იყვნენ ქალები ტექნოლოგიების მიმართულებით.
დღესდღეობით ანანოს მთავარი სამუშაო ყავის წარმოების კომპანია Capsulo-სთან არის დაკავშირებული, სადაც ის ყავის კაფსულების ვენდინგ– მანქანების სისტემების გამართვით არის დაკავებული. ყავის ქარხანა რომელიც პროდუქტს ყავის მარცვლიდან იღებს ამიერკავკასიაში პირველია. აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ყავის ბრენდებთან მოლაპარაკება და შერჩევა. კომპანია ოპერირებას არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გეგმავს.
ეს იქნება საკმაოდ დიდი წარმოება იქნება და სწორედ ამიტომ ვცდილობთ პროგრამული უზრუნველყოფა შესაბამისად იყოს მოწყობილი.
თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, იგი მუდმივად იღებს საკუთარ თავზე სხვადასხვა ფრილანსერულ დავალებებს. ადრე ის კომპანია AzRy-ში მუშაობდა, რომელიც კლიენტებს პროგრამული დახმარებით უზრუნველყოფდა და მათ პრობლემების გადაჭრას ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სთავაზობდა. კომპანიის კომპეტენტური გუნდის წევრი ანანოც იყო, სადაც ის ავტობუსების მართვის სისტემებზე და სხვა მრავალ პროექტზე მუშაობდა.
სწორედ ეს მუდმივი ძიება და ახალი გამოწვევები აძლევს საშუალებას საკუთარი თავი გამოსცადოს და ახალი გამოწვევების წინაშე წარსდგეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შემართება და უკვე დაგროვილი სამუშაო გამოცდილება აუცილებლად გახდება მომავალი წარმატებების გარანტი.
ინტერვიუ Microsoft-ის გოგონებთან - ანანო ბოდოკია
ავტორი