ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: დავით თავაძე

დათით თავაძე, სამეფო უბნის თეატრის რეჟისორი

 

სპექტაკლის მსვლელობისას საზღვრები უნდა გაქრეს, რათა ორივე მხარეს ამბავი და ემოცია გაცოცხლდეს

თეატრი შეხვედრის ადგილია. დათა თავაძის სპექტაკლებში ძველი ხვდება ახალს, ისტორიული პიესები ითარგმნება და ჩვენს დღევანდელობას ესადაგება. სამეფო უბნის თეატრის სამსახიობო დასთან და დრამატურგთან ერთად ის იკვლევს თანამედროვე საზოგადოების ყოფას და ამით მაყურებელთან ურთიერთობას უშუალობას ანიჭებს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია სპექტაკლის დროს ორმხრივი კომუნიკაცია.

დათას არა ერთი საინტერესო სპექტაკლი აქვს დადგმული, მათ შორის არის “ტროელი ქალები”. სპეკტაკლში დათა სხვადასხვა ეპოქაში ომგამოვლილი ქალების ტრაგედიებს ძველი ბერძენი დრამატურგის, ევრიპიდეს პიესასთან თანხვდენით მოგვითხრობს. სპექტაკლში “ტკივილი არის ახალგაზრდობა” პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მცხოვრები პერსონაჟების ისტორიები 90- იანი წლების საქართველოს გვახსენებს. სპექტაკლში “პრომეთე” ახალგაზრდა მამაკაცის სხეული ქვეყნის 25–წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის აღმწერია, “ფრეკენ ჟული” კი გვიჩვენებს, თუ რა რთულია ტრადიციულ საზოგადოებაში ემანსიპირებული ქალის არსებობა. თუმცა მთავარი კავშირი, რომელსაც დათა თავაძის სპექტაკლები ამყარებს, არის არა წარსულსა და აწმყოს შორის, არამედ თავად წარმოდგენასა და მაყურებელს შორის.

ამას გარდა, მისმა ერთ-ერთმა სპექტაკლმა "სახეები" ბულგარეთში დანაილ ჩირპანსკის პრემიით დაჯილდოვდა. სპექტაკლი წარდგენილი იყო ბულგარეთის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე, სადაც ნომინაციაში "საუკეთესო ანსამბლი" დაჯილდოვდა. სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროდუქციაა.

იმედი ვიქონიოთ, რომ დათა თავაძე, სამეფო უბნის თეატრის მსახიობებთან, დრამატურგთან და მხატვართან ერთად კიდევ ბევრჯერ მოგვცემს ჩვენი საზოგადოების ემოციური წარსულის გამოკვლევისა და, ამასთან ერთად, მის შეცვლილ სახესთან შეხვედრის საშუალებას.

დავით თავაძის ცნობილი სპექტაკლი "ტროელი ქალები" (ნაწყვეტი)