"ყველაზე ღარიბი MC საქართველოში" - ასე ახასიათებს მუსიკოსი ტატო რუსია საკუთარ თავს
მიუხედავად ასეთი შეფასებისა, ტატო რუსია და ბენდი MokuMoku საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს ქართულ მუსიკალურ სცენაზე. 2018 წლის ზაფხულში მათ შესაძლებლობა მიეცათ, დაეკრათ ესპანეთში, Mad Cool Festival-ზე, სადაც ასევე უკრავდნენ ისეთი გამოჩენილი ბენდები, როგორიცაა Tame Impala და Depeche Mode.
მათი მუსიკა ლაივში განსაკუთრებით შთამბეჭდავია – მრავალფეროვან ცოცხალ ინსტრუმენტებს ზურგს ელექტრონული ბიტები უმაგრებენ. ამ ყველაფერის თავზე კი ტატოს ენერგიული რეპ–ვოკალი ისმის, მისი “ფლოუ” იდეალურად აჯდება ბენდის ფანკზე ორიენტირებულ ინსტრუმენტალს. ასევე სასიამოვნოა, როდესაც ბენდი გადადის რელსებიდან და იმპროვიზაციის რეჟიმში აღმოჩნდება, ამ დროს განსაკუთრებით საინტერესოა ტატოს ცნობიერების ნაკადის მოსმენა, რომელსაც ის ძალიან სუფთა და რიტმში ჩასმული ფრისტაილით გადმოგვცემს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტატოს აქვს თითქმის უნაკლო ამერიკული გამოთქმა, რომელიც, მის იმიჯთან ერთად, შთაბეჭდილებას გვიტოვებს, რომ ის არა საბურთალოზე, არამედ შიგ ბრონქსში გაიზარდა. ამერიკული ჰიპ-ჰოპ–კულტურა მართლაც რომ მშობლიურია მისთვის, თუმცა მისი გემოვნება ისეთი ალტერნატიული არტისტებისკენ გადაიხრება, როგორებიც არიან ლეგენდარული MF Doom და J Dilla.
ტატო რუსია და MokuMoku - Sugar Gliger
MokuMoku - Sugar Gliger
ესპანეთში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ტატო რუსია და MokuMoku აგრძელებენ მსმენელების გახარებას ახალი ნაწარმოებებითა და ლაივებით, რომლებზე წასვლასაც ყველას აუცილებლად გირჩევთ.
ამას გარდა, ტატო რუსიას რამოდენიმე სიმღერა აქვს შესრუკებული პროექტ აკუსტიკას ფარგლებში, რომელიც ქართველ მსმენელებს შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი შემოქმედების ეს ცალკეული ხაზია, რომელიც ექსპერიმენტული და ძალიან საინტერესოა მისთვის.
ტატო რუსია და აკუსტიკა - მთაწმინდის მთვარე / ნიკორწმინდა
ტატო რუსია და აკუსტიკა
MokuMoku - ოფიციალური ვებ-გვერდი
ტატო რუსია - იმპროვიზაციის ძალა
ავტორი