0Under 30-ში გამარჯვება ნამდვილი პატივი და ათწლეულის განმავლობაში მეწარმე ქალების განვითარებისათვის გაწეული შრომის ღირსეული აღიარებაა
ქეით ბუნინა ახალი ეკონომიკის ცენტრისა და ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციის, StrategEast-ის ლათინური ამერიკის რეგიონული დირექტორია. აღნიშნული ორგანიზაციის მისია ციფრული ეკონომიკის საშუალებით ინკლუზიურობის, კავშირის, გენდერული თანასწორობის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის ღირებულებების განმტკიცებაა.
ქეითს სილიკონ-ველიში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინდუსტრიაში, სტარტაპების აქსელერაციასა და ბიზნესის განვითარებაზე მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს.
მისი ერთ-ერთი ბოლო გამოცდილება სილიკონ-ველიში არსებული აქსელერატორის, USMAC-ის მმართველი დირექტორის რანგში მუშაობა გახლავთ. USMAC-ი უცხოურ სტარტაპებს აქსელერაციაში ეხმარება, 40-ზე მეტ უცხოურ მთავრობას კი - ეკოსისტემების შექმნაში. ქეითის დახმარებით სტარტაპებისათვის გაიხსნა ახალი ბაზრები, გაჩნდა ახალი კლიენტები და სტრატეგიული პარტნიორები. ეს კი USAID-თან, UN Woman-თან, სამთავრობო სტარტაპ-ფონდებთან და ადგილობრივ უნივერსიტეტებთან გრძელვადიანი პარტნიორობით დაგვირგვინდა.
ქეითის პირადი მისია განვითარებად ბაზრებზე ბიზნესში ქალების მხარდაჭერაა. კალიფორნიაში, ქალების განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების დახმარების შემდეგ, ქეითმა USMAC-თან ერთად Prospera Woman-ი და Georgian Woman in Tech-ი დააფუძნა. 2021 წელს კი ქართული, იაპონური, თურქული, ფრანგული და იტალიური სტარტაპების დასახმარებლად, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, მათ სილიკონ-ველიდან სწრაფი ზრდის 6-თვიანი ონლაინპროგრამა ჩაუშვეს. აღნიშნულმა პროგრამამ ანტრეპრენიორ ქალებს ის უნარ-ჩვევები, კავშირები და რესურსები შესძინა, რაც ადგილობრივ ბაზრებს მიღმა გასასვლელად, გლობალური მასშტაბით წარმატების მისაღწევად და საქართველოსა და სილიკონ-ველის შორის ხიდის ასაგებადაა საჭირო.
2022 წელს ქეითი Forbes Georgia-მ ქალთა მეწარმეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მისი პროფესიული და სამოქალაქო მიღწევებისათვის, 30-წლამდელთა სიაში შეიყვანა.
მანამდე ქეით ბუნინამ სან-ფრანცისკოში U+Venture Building-ის მმართველი დირექტორის სახელით ორგანიზაციის ფილიალი გახსნა, სადაც Fortune 500-ის კომპანიებისათვის ციფრული პროდუქტები შექმნა.
გარდა ამისა, ქეითს საკმაოდ ხშირად იწვევენ მენტორად, სპიკერად და ჟიურის წევრად შეერთებულ შტატებში, ევროპაში, კავკასიასა და აზიაში ისეთი ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებზე, როგორიცაა: WeWork Labs-ი, GSMA, Startup Grind-ი, UC Berkeley SCET-ი, UN Woman-ი და სხვა. დამატებით, ის ამერიკული მენტალური ჯანმრთელობის არასამთავრობო ორგანიზაციის, Tangible Movement-ის მრჩევლის პოზიციასაც იკავებს.
ქეითისთვის 30Under 30-ში გამარჯვება ნამდვილი პატივი და ათწლეულის განმავლობაში მეწარმე ქალების განვითარებისათვის გაწეული შრომის ღირსეული აღიარებაა.
იმედი მაქვს, ჩემი ნომინაცია უფრო მეტ კარს გაგვიღებს და ყველა ჩვენგანს უფრო მეტ შესაძლებლობასა და რესურსს მოუტანს. ასევე ვიმედოვნებ, ჩემი გამარჯვება სხვა ქალებისთვისაც მოტივაციის წყარო იქნება. ჩემი მიზანია, საქართველოში და გლობალურად მეტი მეწარმე ქალის მხარდაჭერა გავაგრძელო.
კეიტ ბუნინა 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიაში.
StrategEast - ის ოფიციალური ვებ გვერდი
ავტორი