ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: დავით ფაღავა

დავით ფაღავა, BDO კორპორაციული ფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელი

 

ფინანსები ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია

შეიძლება ითქვას, რომ ფინანსების სფეროში ქართველი ახალგაზრდების ბუმია – ამ მხრივ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მიიწევს წინ კარიერულ კიბეზე. სწორედ ასეთია 30/30-ის ერთ-ერთი გამარჯვებული დავით ფაღავა, რომელიც, გარდა შთამბეჭდავი პორტფოლიოსი, გულწრფელი ახალგაზრდული შემართებით გამოირჩევა.

დავითი ამჟამად აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია BDO Georgia-ში კორპორაციული ფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობს. მის კარიერას ზურგს ბიზნესადმინისტრირების დოქტორის წოდება უმაგრებს – მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საქმეში აკადემიური მხარე.

კომპანია 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების, იურიდიული მომსახურების და  ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს. კომპანიის გლობალური ქსელი 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 91,054 თანამშრომელსა და 1,658  ოფისს. ამ დიდი გუნდის წევრია BDO საქართველოში, რომელიც ქსელის მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლებით მუდმივად ვითარდება და ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს ბაზარზე.

ჩემი საქმიანობა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, საწინააღმდეგოდ სტერეოტიპისა, რომ ფინანსების სფერო რუტინული და ერთგვაროვანია.

კომპანიას დავით 2015 წელს შეუერთდა და მისი კარიერული ზრდა მას მერე არ შეწყვეტილა. მისი თქმით, სხვადასხვა გამოწვევა საშუალებას აძლევს, მუდმივად განვითარდეს, ჰქონდეს მოტივაცია და შეინარჩუნოს “მუდმივი პროფესიული ტონუსი”.