ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ლუკა რამიშვილი

 

სუპერმენი ციფრულ სამყაროში

ლუკა რამიშვილი პროექტ „ოზონის“ თანადამფუძნებელი, ეთიკური ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტია. ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა ჰაკინგისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ინტერესი პატარა ასაკშივე გაუჩნდა და მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, ყველანაირი სასწავლო კურსის გარეშე, მომავალი პროფესიის შესწავლაც დაიწყო.

ეთიკური ჰაკერის მთავარი საქმიანობა კიბერუსაფრთხოების გავრცელება და ხალხის კიბერთავდასხმებისგან დაცვაა. ეთიკური ჰაკერის მიზანია, არ დააზიანოს კომპანიები, სერვერები და ქსელები, საკუთარი ცოდნა კი კიბერუსაფრთხოების განსავითარებლად გამოიყენოს. პროფესიისადმი ინტერესი 10 წლის ასაკში, ფილმებიდან გამომდინარე გაჩნდა, როდესაც მიხვდა, რომ შეეძლო „ციფრულ სამყაროში სუპერმენი“ გამხდარიყო. ამჟამად ორ, რეალურ და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს.

ჰაკერები რეალურ და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ. ჰაკინგისა და კიბერუსაფრთხოების შესწავლით ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ჩემი ასაკის ადამიანებისგან განვსხვავდები. სულ მაქვს მოტივაცია, ახალი სტარტაპი დავიწყო და კიბერუსაფრთხოების განვითარების მხრივ წარმატებას მივაღწიო.   

ახლა უკვე საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვებს უზიარებს. 14 წლისამ ეთიკური ჰაკინგის შემსწავლელი სალექციო კურსი შექმნა, რომელსაც დღეს 800-მდე სტუდენტი ჰყავს. სტუდენტების ასაკი 15-დან 40 წლამდე მერყეობს და აერთიანებს ყველას - როგორც დამწყებებს, ასევე IT-მასწავლებლებსაც კი. Hawk Education-ი ეთიკური ჰაკინგის საბაზისო კურსია, რომლის საშუალებითაც სტუდენტი ძირითად, მნიშვნელოვან და ძლიერ შეტევებს შეისწავლის. ეთიკური ჰაკერის პროფესია საქართველოსთვის არცთუ ისე ნაცნობია, თუმცა თავად ლაშა თვლის, რომ კურსის შემდგომ სტუდენტთა ნახევარი მაინც ამ საქმიანობაში დარჩენას გადაწყვეტს.

ლაშას ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა - პავლე მგელაძესთან ერთად დაარსებული პროექტი „ოზონია“, რომელიც კომპანიებს პროფესიონალურ მომსახურებასა და სერვისებს სთავაზობს. თუ აქამდე, ლაშას ასაკიდან გამომდინარე, რიგი კომპანიები მასთან თანამშრომლობისგან თავს იკავებდნენ, ამჟამად პროექტ „ოზონის“ საშუალებით უკვე 15-ზე მეტ მსხვილ კომპანიას ემსახურება და საქართველოში კიბერუსაფრთხოების განვითარებას აქტიურად ცდილობს.

სამომავლო მიზნებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა და კიბერიუსაფრთხოების ციფრული კომპანიის წამოწყებაა. სურს, მაქსიმალურად განავითაროს კიბერუსაფრთხოების მიმართულება და საზოგადოებაში საკითხთან დაკავშირებით ცნობიერება გაზარდოს. ამ ყევლაფერთან ერთად კი საქართველოში კიბერსკოლის გახსნასაც გეგმავს, სადაც ეთიკური ჰაკერის პროფესიის გარდა, კიბერუსაფრთხოებასა და პროგრამირებასაც შეასწავლის სტუდენტებს.

ლუკა რამიშვილი 2021 წლის Forbes 30 under 30-ის გამარჯვებულია ფორბსის რჩეულის კატეგორიაში.