ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: მარიამ ღვინეფაძე

 

Forbes-ის ჯილდოზე ნომინირება ძალიან დიდი მოტივაცია და საუკეთესო შესაძლებლობაა საქმიან სამყაროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად

მარიამ ღვინეფაძე

მარიამ ღვინეფაძე Forbes 30 Under 30-ის 18 წლის გამარჯვებულია. მარიამმა სკოლა-პანსიონი „IB-მთიები“ სწორედ წელს დაამთავრა. მისთვის ზაფხული ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტური წლების დაწყებას ელის. შესაბამისად, სამუშაო გამოცდილებაც არა აქვს.

რაც შეეხება მარიამის პირად მიღწევებს, მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა შიდასასკოლო ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ავტორი“ და გამარჯვებაც ორივეჯერ მოახერხა. გარდა ამისა, მარიამმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას“ - მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მასშტაბით ათეულში მოხვედრაც დაიმსახურა.

გასაკვირი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ მარიამს თავისუფალ დროს კითხვა, ფილმების ყურება და წერა უყვარს.

30 Under 30-ში მონაწილეობა საკმაოდ ამბიციურ ნაბიჯად მიმაჩნდა და დიდი იმედიც არ მქონია, მაგრამ როცა გავიგე, რომ ფინალისტებს შორის აღმოვჩნდი, უზომოდ გამიხარდა. Forbes-ის ჯილდოზე ნომინირება ძალიან დიდი მოტივაცია და საუკეთესო შესაძლებლობაა საქმიან სამყაროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

მარიამმა საქართველოს აგრარულ უნივერისტეტში ჩააბარა და 100%-იანი სახელმწიფო გრანტიც მოიპოვა. არჩევანი ბიოლოგია-ქიმიის მიმართულებაზე შეაჩერა - მიაჩნია, რომ მომავლის პროფესიას უკავშირებს კარიერას, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით. აინტერესებს მიკრობიოლოგია და ფიქრობს, რომ საზოგადოებისთვის ბევრ აქტუალურ კითხვაზე პასუხს ამ დარგის განვითარებითა და სიღრმისეული შესწავლით იპოვის. 

მარიამ ღვინეფაძე 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ფორბსის რჩეულის კატეგორიაში.