ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: მარიშა გოგოლაური

 

ყოველთვის მსიამოვნებს რაღაც ახლის შენების პროცესი

მარიშა გოგოლაური ახალგაზრდა ანტრეპრენიორია. მისმა სტარტაპმა, ელექტრონული სწავლების პლატფორმა Upway-მ, 2021 წლის 30 Under 30 დაჯილდოებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

მარიშა ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფლობს, რომელიც თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლაში (ESM) მიიღო. სწავლის მესამე კურსიდან კი ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის, TBC-ის მარკეტინგის გუნდს შეუერთდა. „თიბისიში მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებას უკავშირდება, რადგან ვთვლი, რომ ქვეყანაში საუკეთესო მარკეტინგის გუნდში მოვხვდი საუკეთესო დროს“.

საბანკო სექტორში მარიშამ 5 წელი იმუშავა. ამ დროის განმავლობაში კი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. მარკეტინგის დეპარტამენტში სტაჟირებით დაწყებული კარიერა TBC Capital-ისა და WM Tribe-ის ბრენდ-მენეჯერობამდე მივიდა.

საკუთარი სტარტაპის შექმნის შესაძლებლობა მარიშას სწორედ TBC ბანკში მუშაობის პერიოდში მიეცა. 2021 წელს კი პარტნიორებთან ერთად ელექტრონული სწავლების პლატფორმა Upway დააფუძნა.

2022 წლის ივნისიდან მარიშა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას შეუერთდა და სასტუმროების ქსელის, Episode Hotels-ის მარკეტინგისა და ციფრული პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა.

არ გამოვრიცხავ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე პროფესიაც შევიცვალო, რადგან ყოველთვის მსიამოვნებს რაღაც ახლის შენების პროცესი.

მარიშა გოგოლაური 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიაში.