მიზანდასახულობა წარმატების საწინდარია! გოგა ბითაძე NBA-ის მოთამაშე და Indiana Pacers-ის მეთვრამეტე ნომერი
NBA-ის თამაშის ყურების დროს ყველა ბავშვი კალათბურთელობაზე ოცნებობს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ბაზისური უნარების ფლობა არ კმარა. იმისათვის, რომ გამორჩეული და წარმატებული კალათბურთელი იყო, დაუღალავი შრომა და თავდადება, ლიმიტის ზღვართან მისვლა და შემდეგ ამ ლიმიტის მიერ დაწესებული საზღვრის გადალახვაა აუცილებელი.
ეს გოგა ბითაძის ისტორიაა. ოცი წლის ქართველი კალათბურთელი დღეს NBA-ის მოთამაშე და Indiana Pacers-ის მეთვრამეტე ნომერია. მას მერე, რაც პეისერსმა 2019 წლის დრაფტზე აირჩია, ის მუდმივ პროგრესს განიცდის და უნარებიც მეტიც შეიძინა. დღეს ის ნაკრების ცენტრალური ფორვავრდია.
მისი სახელი მსოფლიო საკალათბურთო ასპარეზზე ხშირად ჟღერს. 2019 წელს გოგა ბითაძეს მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორიც არის: EuroLeaugue Rising Star-ი, Montenegrin Cup-ი, Serbian Super League MVP, Adriatic League MVP, All – Adriatic League Team-ი, Adriatic League Top Prospect-ი, Adriatic League blocks leader-ი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე ქართველი კალათბურთელების გვარები NBA-ის დრაფტზე სულ ხუთჯერ დასახელდა: 1998 წელს – ვლადიმერ სტეფანია, 2002 წელს – ნიკოლოზ ცქიტიშვილი, 2003 წელს – ზაზა ფაჩულია, 2004 წელს – ვიქტორ სანიკიძე, 2012 წელს – თორნიკე შენგელია.
2019 წელს კი უკვე მეექვსედ გაიჟღერა ქართველი კალათბურთელის სახელმა და ეს კალათბურთელი გოგა ბითაძე იყო.