ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკი, Grammy-ის აკადემიის ქართველი წევრი

 

ეწვიეთ იმდენ კონცერტს, რამდენიც შესაძლებელია

ნიკოლოზ კანდელაკი მუსიკალური ინდუსტრიის კვალიფიციური მენეჯერი და Grammy-ის აკადემიის ერთადერთი ქართველი წევრია. გარდა ამისა, ნიკოლოზი წლების განმავლობაში „Eastern Promotions Georgia“-ს ოფიციალური წარმომადგენელი იყო საზღვარგარეთ და მის სახელს, საქართველოში მრავალი ცნობილი მუსიკოსის ჩამოყვანა უკავშირდება.

კანდელაკების მუსიკალური ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელი, 16 წლის ასაკიდან ფესტივალებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში იყო ჩართული. სწორედ ნიკოლოზისა და Eastern Promotions -ის საშუალებით, ქართველ მსმენელს ისეთი დონის ვარსკვლავების ხილვის საშუალება მიეცათ, როგორებიც Erykah Badu, Macy Gray, Quincy Jones, Pat Metheny, Miles Electric Band და სხვები არიან.

ბაკალავრიატი ბრიტანეთში, Herriot Watt University-ში ფინანსების მიმართულებით დაამთავრა. მალევე ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, დაფინანსებით California State University-ში ჩაირიცხა და თავისი ცხოვრება სრულად მუსიკალურ ინდუსტრიას დაუკავშირა. 

მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდშივე საკუთარი კანდიდატურა სტაჟირებისთვის პირდაპირ ქუინსი ჯონსს შესთავაზა, დაჰპირდა რომ საუკეთესო იქნებოდა და იმედებიც გაამართლა. Quincy Jones Productions-ში სტაჟირების გავლის შემდგომ კი, მეისი გრეის პირადი ასისტენტი და ტურ-მენეჯერი გახდა. ასე დაიწყო ნიკოლოზის, როგორც მუსიკალური ინდუსტრიის კვალიფიციური მენეჯერის წარმატებული ცხოვრება.

2020 წელს კი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების Grammy-ის აკადემიის პირველი ქართველი წევრი გახდა. ამავე წელს უკავშირდება Forbes-ის 30-წლამდელთა სიაში გამარჯვებაც.

ეწვიეთ იმდენ კონცერტს, რამდენსაც შესაძლებელია დასრულების შემდგომ კი კულისებთან მოიცადეთ. მენეჯერები სწორედ იქ არიან, რაც ყველაზე კარგი შესაძლებლობაა კონტაქტების შესაძენად.

ნიკოლოზ კანდელაკი ამჟამად კვლავ ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ცნობილი ამერიკელი ბასისტის, ნიკ ვესტის მენეჯერთან ერთად, მისი ალბომის “Moody”-ის აღმასრულებელი პროდიუსერია. თავად ნიკი საერთაშორისო ვარსკვლავია და ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობს, როგორებიც ქუინსი ჯონსი, დეივ სტიუარტი და პრინცი არიან.

სამომავლოდ ქართველი პროდიუსერი უფრო მეტ ცნობილ არტისტთან თანამშრომლობას და მათ შორის ევროკაში, კონცერტებისა და ფესტივალების ორგანიზებას გეგმავს. მსოფლიო ვარსკვლავებთან კონტაქტების დამყარებისა და მრავალწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდგომ კი, ევროპაში ბევრად ფართომასშტაბიან პროექტებში ჩასართავადაც მუდმივად მზად არის.