ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ნათია სესკურია

ნათია სესკურია, Royal United Services Institute-ის (RUSI) ასოცირებული მკვლევარი

 

გოგონა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროდან

ნათია სესკურია დედოფალ ელისაბედ მეორის პატრონაჟის ქვეშ მყოფი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კვლევითი ორგანიზაციის, Royal United Services Institute-ის (RUSI) ასოცირებული მკვლევარია. ნათია რეგულარული კომენტატორია ისეთ წამყვან მედია საშუალებებში, როგორიცაა: BBC-ი, France 24-ი, ABC News-ი, Financial Times-ი და სხვა. პარალელურად კი საქართველოს უნივერსიტეტში რუსეთის მთავრობისა და პოლიტიკის შესახებ ლექციებს უძღვება. ლექციებს ნათია დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც კითხულობს.

მას დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკის შემუშავებასა და სტრატეგიული განვითარების სფეროში. ნათია წამყვანი გამოცემებისთვის წერს ანალიტიკურ სტატიებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

ნათიას კვლევითი საქმიანობის ძირითადი ფოკუსი რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკაა. განსაკუთრებით კი  ყურადღებას მეზობლებთან რუსეთის ურთიერთობებზე ამახვილებს. კვლევის საგანს წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონებისადმი რუსეთის სტრატეგიული მიდგომა და ურთიერთობები დასავლეთთან. გარდა ამისა, მისი სპეციალიზაცია კონფლიქტებსა და  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მოიცავს.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის არარეზიდენტი მკვლევარია. 2020 წლის ნოემბრიდან ის Chatham House-ის ახალგაზრდა მრჩეველთა ბორდის წევრია.

წარსულში ნათია The Sunday Times-ის რედაქტორთან მკვლევარის პოზიციაზე მუშაობდა. გარდა ამისა, ლონდონში დამოუკიდებელი კონსულტანტიც იყო, რა დროსაც კერძო სექტორის კომპანიებს პოლიტიკური, სტრატეგიული და საოპერაციო რისკების თაობაზე უწევდა კონსულტაციებს.

რაც შეეხება მის განათლებას, ნათიას მაგისტრის ხარისხი University College London (UCL)-ში პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის საკითხებში აქვს მოპოვებული. ბაკალავრიატი კი ამავე უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებებისა და მართვის ფაკულტეტზე აქვს გავლილი.