ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: გვანცა ჯიშკარიანი

გვანცა ჯიშკარიანი, ხელოვანი

 

არასდროს თქვა უარი გამოწვევებზე

გვანცა ჯიშკარიანი არის ქართველო ხელოვანი, რომელმაც დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. მას ასავე გავლილი აქვს არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.

გვანცას არა ერთი გამოფენა აქვს ჩატარებული როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის ბრიუსელში, პრაღაში, ციურიხში, დიუსელდორფში, ნეაპოლსა და ბაქოში.

2017 წელს გვანცა დააჯილდოვეს წინანდლის პრემიით სახვით ხელოვნებაში. არტისტის ნამუშევრები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს მართებულისა და არამართებულის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას. ამას გარდა, 2019 წელს გვანცა მოიგო NARS Foundation Studio Grant, ნიუ-იორკში.

მისი შემოქმედებითი პრაქტიკა, როგორც მხატვრული, ასევე კურატორი, ასახავს მხატვრის უშუალო გარემოს, პირად გამოცდილებას და სოციალურ პოლიტიკურ რეალობას. მხატვარი მუშაობს სხვადასხვა მასალებში და ტექნიკაში, ხშირად ქართული კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული, შემდეგ კი სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობს ქართული ხელოსნობის ტრადიციებზე, როგორიცაა მოზაიკა, გობელენი და ა.შ

2014 წელს გვანცამ ათ ქართველ ქალ არტისტთან ერთად ჩამოაყალიბა არტ-ჯგუფი „ახალი კოლექტივი“. ამას გარდა, 2017 წელს ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორიაზე დაარსა Patara Gallery რომელიც წარმოადგენს ექსპერიმენტულ სივრცეს ახალგაზრდა მხატვრებისთვის, უარყოფილი ან ჯერ არ-ნახული ალტერნატიული ხელოვნების გამოსაფენად. ხოლო 2018 წელს, მეგობარ ელენე კაპანაძესთან ერთად თბილისში დაარსა Why Not Gallery, რომელიც დღეს საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს.

არასოდეს მივყვებით დაკანონებულ წესებს და ყოველთვის ვცდილობთ დავანგრიოთ დაწესებული ჩარჩოები, იმიტომ, რომ რატომაც არა?! ყველა ახალი იდეა, გამოწვევაა

გვანცა 2019 წლის 30UNDER30-ის გამარჯვებულია კატეგორიაში კულტურა და სტილი. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მის მსგავსად 2020 წელს ელენე კაპანაძემაც გაიმარჯვა იგივე კატეგორიაში. ორი 30 წლამდელთა ახალგაზრდას მიერ წამოწყებული საქმიანობა ნამდვილად საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა.

გარკვეული პერიოდი, გვანცა ასევე იყო თბილისის ფოტო ფესტივალის ფოტოგრაფიის ღამის კურატორი და ხელოვნებასა და მოდაზე პირველი ქართული ონლაინ ჟურნალის „გარ-გარი“-ს დამფუძნებელი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნებისა და კულტურის სფეროში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, ქართველი ხელოვანი Prince Claus Seed Awards 2021-ის 100 გამარჯვებულს შორის დასახელდა.

 

გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევრები:

I Recycle My TearsI Recycle My Tears

I Know Your SecretsI Know Your Secrets