ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: მაქსიმე მაჩაიძე

Მაქსიმე Მაჩაიძე, ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი

 

ცხოვრება ერთი დიდი ცეკვის რიტუალია, ჩვენ ყველა სხვადასხვა ცეკვას ვცეკვავთ

მაქსიმე მაჩაიძე მუსიკით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა, თუმცა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.  იგი ეწევა როგორც სოლო კარიერას, ფსევდონიმით Luna997, ასევე გახლავთ პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრი. 

მუსიკისადმი ინტერესი ბავშობიდანვე გაუჩნდა, მუდმივად მამის გვერდით იჯდა, როდესაც ის მუსიკას ქმნიდა. ინტერესი წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაუღრმავდა, რამაც განაპირობა მისი შემდგომი შემოქმედებითი გზა.

მაქსიმე ბევრ მუსიკალურ ჭრილში მუშაობს, თუმცა უფრო დიდი ინტერესები კეთების მიმარტ აქვს, ვიდრე პროდუქტის მიღების. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია აკეთო ექსპერიმენტები და გაერთო ამ პროცესით, რადგან რეალურად ხომ სწორედ გართობისთვის კეთდება ყველაფერი.

მუსიკის პარალელურად, მაქსიმე მაჩაიძე არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

მაქსიმე მაჩაიძის სოლო შემოქმედება, ფსევდონიმით Luna997

Luna997 - KRK808

Kayakata კი წარმოადგენს ექსპერიმენტული ჰიპ-პობის შემსრულებელებ დუეტს, რომლის წევრიც მაქისმესთან ერთად ზურაბ ჯიშკარიანია.  მათი შემოქმედება საკმაოდ დიდ ინტერესსა და მოწონებას იწვევს ქართველ მსმენელში.

მაქსიმე მაჩაიძისა და KayaKata-ს შესრულება

KayaKata - Polo Palace