ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: თინათინ ახვლედიანი

თინათინ ახვლედიანი, ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) მკვლევარი

 

გზა ევროპიდან საქართველომდე

თინათინ ახვლედიანი არის მკვლევარი  ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დანაყოფში. თინათინის კვლევის არეალი ფარავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ვაჭრობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებებზე ფოკუსით საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან. გარდა  CEPS-ისა თინათინი ატარებს სამაგისტრო სალექციო კურსს ვარშავის უნივერსიტეტში საერთაშორისო ვაჭრობის თემაზე.

ვარშავის უნივერსიტეტი ძალიან მაღალი დონისაა, რომელიც ძალზე ბევრ მუშაობას მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდაც ბევრს იძლევა.

თინათინი არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (ვარშავის უნივერსიტეტი), საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრი (ვარშავის უნივერსიტეტი), ევროპის ეკონომიკათმცოდნეობის მაგისტრი (ევროპის კოლეჯი) და ეკონომიკისა და ბიზნესის ბაკალავრი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 

CEPS-ში მუშაობის დაწყებამდე თინათინი იყო მკვლევარი გუგლისა და ვარშავის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად დაარსებულ ციფრულ ეკონომიკის ლაბორატორიაში, ასევე მუშაობდა ევროპის კოლეჯში ასისტენტად. 2017 წლიდან, თინათინი ხელმძღვანელობს სამწლიან კვლევით გრანტს თემაზე ციფრული ტექნოლოგიები და ვაჭრობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. კვლევა პოლონეთის ეროვნული მეცნიერების ცენტრის მიერაა დაფინანსებული. კვლევის ფარგლებში, თინათინი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ინდიანას უნივერსიტეტში (ამერიკის შეერთებული შტატები), ვენის საერთაშორისო ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტსა (ავსტრია) და შანხაის უნივერსიტეტში (ჩინეთი).

თინათინის კვლევის შედეგების პრეზენტაცია შედგა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე, როგორც ევროპაში, ასევე კანადაში, ამერიკის  შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, ავსტრალიასა და ტაილანდში.