ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: მერი არაბიძე

მერი არაბიძე, მოჭადრაკე

 

კიდევ ერთი "ლაზიერის გამბიტი"

მერი არაბიძე 6 წლის იყო, როდესაც პირველად დაინტერესტა ჭადრაკით და უკვე 21 წელია, რაც აქტიურად თამაშობს. პროფესიული თვალსაზრისით, მას პაექრობა უწევს როგორც ქალების, ისე მამაკაცების წინააღმდეგ.

მერი სამტრედიაში დაიბადა და სკოლაც იქ დაასრულა, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, რადგან თავისი თავი სხვა ამპლუაში ვერც კი წარმოედგინა. ადამიანი, რომლისთვისაც ჭადრაკი ყველაფერია, 10 წლის ასაკში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ამან მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავი ტურნირი აქვს მოგებული, სწორედ 10 წლის ასაკში მიღწეული მსოფლიო ჩემპიონობა მისთვის ყველაზე ღირებული და დასამახსოვრებელია. 

სამტრედიიდან ჩასულ 10 წლის გოგონას,  არ მეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონი  გავხდებოდი. მახსოვს, ძალიან გახარებული ვიყავი და ჩემს ბედნიერებას  ყველას ვუზიარებდ.

წლების განმავლობაში მერი ასაკობრივ ტურნირებში იღებდა მონაწილეობას, შემდგომ კი ქალთა ნაკრებში გააგრძელა თამაში, სადაც ასევე უამრავ წარმატებას მიაღწია. 
21 წლის ასაკში ის უკვე სამჯერ იყო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ქალთა ნაკრების სახელით მერი ჩინეთშიც გამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც გარდა იმისა, რომ ნაკრები გახდა ჩემპიონი, თავად მერი დასახელდა როგორც გამორჩეული მოჭადრაკე და ოქროს მედალი მიიღო. 

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მის სახელს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები, მედლები და წოდებები უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატისა და მამაკაცთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება, რომელიც მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. 

მერი თვლის რომ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც მის მისწრაფებას ბოლომდე მიჰყვა, რადგან სწორედ ეს დაჟინებული სურვილი და დაუღალავი შრომა იყო, ის რამაც დღეს ჭადრაკის ნამდვილ დიდოსტატად აქცია. ის ჩვენი კიდევ ერთი “ლაზიერის გამბიტია”, რომელიც საქართველოში და საქართველოს სახელით მთელს მსოფლიოში აღწევს წარმატებას.