ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ანა ჩუბინიძე

ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი და ანიმაციური ფილმების რეჟისორი

 

ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნის ნამდვილი ხელოვნება

ანა ჩუბინიძეს ანიმაციის ჯადოსნური სამყარო ბავშვობიდანვე იზიდავდა, ხატვისადმი სიყვარული კი სამი წლის ასაკიდან ბებოს დახმარებით გაუღვივდა. მდიდარი წამოსახვის უნარი მუდმივად ეხმარებოდა სხვადასხვა პერსონაჟების შექმნაში და ყოველთვის ქმნიდა რაღაც განსხვავებულს და საინტერესოს. 

განათლება სრულად ხელოვნებას დაუკავშირა, გაიარა სხვადასხვა კურსები ილუსტრაციასა და დაზგური გრაფიკის მიმართულებით დაამთავრა არქიტექტურის ფაკულტეტი, თუმცა არქიტექტორის პროფესია საბოლოოდ შეიცვალა და დღეს ის უკვე შემდგარი ილუსტრატორი და ანიმატორია.

მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი “ჯიბის კაცი” პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში 150 საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი და 185 კინოთეატრში გაშუქებული. ის ქართულ-ფრანგული ანიმაციური კოპროდუქციაა, რომელსაც 2017 წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი პრესტიჟული ჯილდოც დაიმსახურა.

ვფიქრობ, ანიმაციური ფილმის შექმნა ის საქმეა, სადაც პროცესი და გზა უფრო საინტერესო და ხანგრძლივია, ვიდრე ის პატარა შედეგი, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ.

პერსონაჟების შექმნაში ანას ინსპირაცია შეიძლება ყველაფერი გახდეს, მისი მოგზაურობები, მეგობრებთან გართობა, ფილმი, მოვლენა და ა.შ. მის ჯადოსნურ სამყაროსა და პერსონაჟებს განსაკუთრებული ვიზუალური ესთეტიკა ახასიათებს. ის ქმნის მრავალფეროვანი მასალით - საღებავებით, თიხით, პლასტელინით, ხით, რაც მისი შემოქმედების ხელწერის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველაზე მეტად მოწონს პერსონაჟების შექმნა, სცენარის დაწერა და კადრირების შექმნა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ხდება ფილმის სახელმძღვანელო. 

ანიმაციური ფილმი "ჯიბის კაცი"

Le Petit Bonhomme de poche / The Pocket Man

ამ საქმისადმი სიყვარულმა ანას უბიძგა მნიშვნელოვანი ნაბიჯისკენ, რაც გულისხმობს ანიმაციური სტუდიის დაარსებას, სადაც თადაც დღეს უკვე გუნდის წევრებთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობს. 

პროექტების გარდა, ანა თავის გუნდთან ერთად ბავშვებსა თუ მოზარდებს სთავაზობს სხვადასხვა საინტერესო ვორქშოფებსა და ღონისძიებებს, რომლებიც ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა თითოეული მათგანისთვის.