ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: გიორგი ავალიანი

გიორგი ავალიანი, „ლივინგსტონის” კრეატიული დირექტორი

 

კრეატიული სააგენტოს წარმომადგენელი ექსტრაორდინარული იდეებით

თუ ოდესმე თბილისის ქუჩებში თვალს მოჰკრავთ ვარდისფერ ჩოხაში გამოწყობილ მამაკაცს, იცოდეთ, რომ ეს გიორგი ავალიანია – კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის” კრეატიული დირექტორი.

თავიდან ვარდისფერი სპორტული ფეხსაცმელი ვიყიდე, მაგრამ არც ერთ ტანსაცმელს არ უხდებოდა, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ამ ჩოხის იდეა.

პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტა მისი პროფესიაა. როდესაც კლიენტებს უნდათ, საკუთარი პროდუქტი მომხმარებლებს დაამახსოვრონ და არა უბრალოდ ჩვეულებრივი რეკლამა გადაიღონ, ისინი „ლივინგსტონში“ მიდიან. იქ მათ ყოველთვის აქვთ გარანტია, რომ რამე ექსტრაორდინარულ იდეას მოისმენენ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი იდეა მოექცა 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო დაჯილდოების, „კანის კრეატიული ფესტივალის” ჟიურის ყურადღების ცენტრში.

გიორგის მეთაურობით სააგენტომ ახალი ლუდის კამპანია მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ყველაზე გაბედულ მომხმარებლებს ქალაქში ნამდვილი ძეგლები დაუდგეს. ამ იდეისთვის კომპანია „ლივინგსტონმა“ კანის „ბრინჯაოს ლომი” მოიგო – იმ დროისთვის უმაღლესი ჯილდო, რაც კი ქართულ სარეკლამო სააგენტოს ოდესმე მიუღია.

ამ და სხვა წარმატებების შემდეგ გიორგი ისევ აგრძელებს ჯილდოების მოგებას და, თავისი რეპუტაციის დამსახურებით, ხშირად უკვე თვითონაც ირგებს ჟიურის როლს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე.