ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო
გიორგი ქებურიას დიზაინს ელეგანტურობისა და ექსცენტრიულობის ჰარმონიული შერწყმა ახასიათებს. ორიგინალურობით გაჯერებული თვითნასწავლი დიზაინერის ბრენდი 2010 წელს დაარსდა და მოდის ინდუსტრიაში ახალი მასკულინური და ფემინური ესთეტიკა შექმნა, რამაც მოდა და სილამაზე სრულიად ახალ, უჩვეულო საფეხურზე აიყვანა.
საკმაოდ რთულია იყო ყოველთვის ტენდენციური, შენი ხელწერა და ხასიათი გქონდეს, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესოცაა.
თვითნასწავლი ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია 2010 წელს თავისი პირველი მხიარული და სიურეალისტური კოლექციით წარდგა თბილისის მოდის კვირეულზე, სადაც “საუკეთესო დამწყები დიზაინერის” ჯილდო მიიღო. ორი წლის შემდეგ, ქებურიამ აღიარება მოიპოვა თავისი კაფსულური კოლექციით "ჩიტის ბუდე", ელეგანტურობითა და კლასიკურობით გაჯერებული კოლექცია Be Next 2012-ის გამარჯვებული და Muuse x Vogue Talents Vision Award-ის მაყურებლის რჩეულიც გახდა.
გიორგი ქებურიას კოლექცია:
2013 წელს იგი Materiel-ის მოდის სახლში მუშაობდა. 2015 წლიდან კი საკუთარი ბრენდის განვითარებაზე მოახდინა კონცენტრირება. 2017 წლის შემოდგომაზე, შეირჩა ექვს მსოფლიო დიზაინერს შორის, რათა ეჩვენებინა SS18 კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე და მონაწილეობა მიიღო Vogue Talents x Swarovski პროექტში. 2018 წლის სექტემბერში გიორგი ქებურიამ პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალური განრიგის ფარგლებში თავისი პირველი SS19 კოლექცია წარადგინა.
გიორგი ქებურიას კოლექციები აერთიანებს მამაკაცურ ელემენტებსა და ქალურ კლასიციზმს, მოცულობითი ხაზებითა და მინიმალისტური დიზაინით, მიზნად ისახავს გასცდეს ტანსაცმლის ფუნქციონალურობას, შესთავაზოს მოდის გაქცევის განცდა. მკვეთრად აწყობილი ნაწილები ეფუძნება კლასიკურ ელეგანტურობას, თუმცა მაინც საკმარისად მრავალფეროვანია, რომ გამოიყურებოდეს უახლესი. გიორგი ქებურიას კოლექციები წარმოადგენს ქალურობის თანამედროვე ინტერპრეტაციას გაზვიადებული სილუეტების შექმნით, გადაჭარბებული ფორმებით და მძიმე და მსუბუქი ქსოვილების სინთეზით.
მის შესახებ არა ერთხელ დაუწერია ჟურნალს Vogue, ხოლო მის კლიენტებს შორის აღმოაჩნეთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან ლედი გაგა, რიანა, დები კარდაშიანები, კაია გერბერი, ლინდსი ლოჰანი და სხვანი.
გიორგი ქებურია - ოფიციალური ვებ-გვერდი
ავტორი