ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: კოკა გოგოხია

კოკა გოგოხია, Stockton-ის დამფუძნებელი

 

კომპანია, რომლის გაწეული ძალისხმევაც ზუსტად ეხმიანება ლეიბლის ფუნქცია-მოვალეობებს

2019 წელს კონსტანტინე გოგოხიას მიერ დაარსებული კომპანია „სტოქტონის“ ძირითად საქმიანობას არტისტებისა და მუსიკალური ივენთების მენეჯმენტი წარმოადგენს.

მთავარი მოთამაშეები, ყოველთვის არტისტები და მსმენელები არიან. შუაში იდეალურ შემთხვევაში ბევრი რგოლი შეიძლება იყოს, მაგრამ დღეს საქართველოში ყველა მათგანის არსებობის საჭიროება არ არის. მათი „თამაშში“ შემოსვლა ეტაპობრივი განვითარების საკითხია. მაგრამ არსებობს შუალედური ფაქტორი, რომელიც აუცილებელია – ეს არის ლეიბლი, რომელიც მუსიკალურ პროდუქტს უკეთებს სწორ მარკეტინგს, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მუსიკის ინდუსტრიაში. დღესდღეობით რამდენიმე  მნიშვნელოვანი ლეიბლი არსებობს, რომელიც ინვესტიციას დებს არტისტებში. ამას აკეთებს CES records, Leno records და რა თქმა უნდა Stockton. 

სტოქტონის გარდა, 2014 წელს კოკა Tbilisi Open Air-ის გუნდს შეუერთდა და არაერთი ფესტივალის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2009 წლიდან ტარდება და მელომანების ერთ-ერთ საყვარელ ღონისძიებას წარმოადგენს. არსებობის ათი წლის მანძილზე მან ისეთ არტისტებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Deep Purple-ი, Placebo, Archive-ი, Tom Odell-ი, Anathema, Unkle-ი… ხარისხიანი მუსიკა, ტყე და დიდი მწვანე მინდორი... ეს ის გარემოა, რომელიც ფესტივალს დაუვიწყარს ხდის. ეს ის ფესტივალია, სადაც „Music Breaks Free”.

ასევე 2014 წლიდან ის ბენდ „მწვანე ოთახის“ მენეჯერია. ბენდის მთავარ მიმართულებას როკის, ფანკისა და პოპმუსიკის ნაზავი წარმოადგენს. პარალელურად 2018 წლიდან კოკა „MokuMoku” მენეჯერობასაც ითავსებს და საკმაოდ წარმატებითაც.