ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ქეთევან ბაღაშვილი

ქეთევან ბაღაშვილი, Beauty Lab App-ის დამფუძნებელი

 

ჩემი მიდგომა ასეთია – მსურს, ისეთი პროდუქტი შევქმნა, რომელზეც „Made in Georgia“ საამაყოდ იქნება დატანილი

ქეთა ბაღაშვილი ქალებისთვის ყველაზე სასარგებლო და საყვარელი ჯგუფის Beauty Lab-ის დაფუძნებელია. 2017 წელს გასართობად და სილამაზესთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად შექმნილი ჯგუფი დღეს უკვე დიდ მასშტაბებზეა გასული და 100,000-ზე მეტ ქალს აერთიანებს. 

თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა წარმატებული საქმის უპირობო ნაწილია და მაშინ, როდესაც ჯგუფის წევრთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა, ნათელი გახდა რომ ამდენ წლის შრომა რაღაც უფრო მასშტაბურში უნდა გადაზრდილიყო. სწორედ ასე გაჩნდა აპლიკაციის იდეა, რომლის დახმარებითაც მოთხოვნა და სერვისის მიწოდება თანაფარდობაში იქნებოდა. 

2019 წელს ქეთამ თავის თანადამფუძნებელან ერთად საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტის პროგრამით 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა იდეის განხორციელებისათვის. სწორედ ასე შეიქმნა Beauty Lab App, რომელიც 2020 წელს ჩაეშვა და დღესდღეობით 50-ზე მეტ სალონს ეთანამშრომლება. 

"ბიუთი ლაბი“ დაარსების დღიდან ერთგვარი ხიდია კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის."

აპლიკაციის მთავარი იდეა და მიზანია მომხმარებლებს გაუმარტივოს სილამაზის სალონებთან ურთიერთობა და დაჯავშნის პროცესი, დაეხმაროს სალონებს სხვადასხვა აქციების დაგეგმვა-გავრცელებაში და პარალელურად სთავაზობს სალონების მენეჯმენტთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისებს. 

აღსანიშნავია, რომ შემდგომი ეტაპისთვის ქეთა ბაღაშვილი საქართველოში ესთეტიკური ტურიზმის განვითარებაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. თვლის, რომ სილამაზის ინდუსტია ეკონომიკისს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია არა მარტო მსოფლიოს, არამედ ახლა უკვე საქართველოს მასშტაბითაც კი. დღესდღეობით Beauty Lab-ი სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სილამაზესთან დაკავშირებულ ყველა ახალ ქართულ წამოწყებას და ხელს უწყობს განვითარებასა და ზრდაში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Beauty Lab-მა შეცვალა მომსახურების სფერო ქართული სილამაზის ინდუსტრიაში. დახვეწა მათი ბიზნეს მოდელები, გაუზარდა მომხმარებელი, გააუმჯობესა სერვისები და რაც მთავარია, ასწავლა მომხმარებელთან სწორი ურთიერთობა, რაც საბოლოოდ ყველასთვის კომფორტული და მომგებიანი გახდა. 

ქეთევან ბაღაშვილის წარმატების ისტორია

Beauty Lab - ოფიციალური ვებ-გვერდი

 

Forbes.ge

ავტორი