ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ერეკლე პირველი

ერეკლე პირველი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

 

პირველი მეცნიერია საქართველოში, ვინც ქვეყანაში მიმდინარე ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმას იკვლევს

ერეკლე პირველი ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულების სრული პროფესორია. ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი, ის გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა ქართველი, რომელსაც ფულბრაიტის პოსტსადოქტორო საფეხურის გამარჯვებულის სტატუსი აქვს მოპოვებული.

ერეკლე პირველი პოსტსადოქტორო პროგრამას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გადიოდა. მის მიერ მოპოვებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამეცნიერო გრანტების ჯამური ღირებულება მილიონ ლარს უტოლდება.

2019 წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ ერეკლე პირველს 2019 წლის წარმატებული მეცნიერის სტატუსი მიენიჭა და ამას გარდა 30/30-ის ფინანსების კატეგორიის გამარჯვებულია. 

ამჟამად ერეკლე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოქმედი პროფესორია და მიუნხენში ლუდვიგ მაქსიმილიანი უნივერსიტეტის (LMU Munich) მიწვეული პროფესორი.