გიორგი ჩახნაშვილი, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი
განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური ტრენდია, რომელიცდ ეხმარება ქვეყნებს სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებაში
ხელოვნური ინტელექტის შექმნის იდეა სამეცნიერო სფეროში 1930-იან წლებში გაჩნდა. დღეს, მსოფლიო მასშტაბით, ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი უსაზღვროა. ეს არის კომპიუტერული სისტემა, რომელსაც აქვს უნარი, ისწავლოს და განვითარდეს. ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი განხრა არის ღრმა სწავლების სისტემა, რომელიც ნეირონული კავშირების მსგავსი სისტემის საშუალებით შესაძლებლობას აძლევს ხელოვნური ინტელექტის მქონე ტექნოლოგიას, წინასწარ განსაზღვრული ალგორითმული ქცევის გარეშე განახორციელოს ქმედება.
გიორგი ჩახნაშვილი ის კომპიუტერული მეცნიერი, ინჟინერი და მათემატიკის ენთუზიასტია, რომელიც ქართულ რეალობაში ხელოვნურ ინტელექტს ამკვიდრებს.
მან შექმნა ხელოვნური ინტელექტის მქონე პერსონალური დამხმარე Digital Mind-ი, რომელიც სტუდენტს სასურველი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. სისტემა მოიცავს რამდენიმე ათას საუნივერსიტეტო წიგნს და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველ კითხვაზე პასუხი სულ რამდენიმე წამში მიიღონ. Digital Mind-ის სისტემის საქართველოს განათლების სისტემაში ინტეგრირება იგეგმება.
პროგრამა 6 თვეში შევქმენი და ის სამი მიმართულების 4000-მდე წიგნს აერთიანებს.
გიორგი ჩახნაშვილი 2019 წელს კომპანია Xplore.ai–ის მანქანური სწავლის (Machine Learning) ჯუნიორ- ინჟინერი გახდა. ის არაერთი სამეცნიერო კვლევის ავტორია. მისი ბოლო კვლევის თემა „ნახევრად სტრუქტურირებული დოკუმენტის ანალიზს“ ეხებოდა.
ამას გარდა, გიორგი არის არის წიგნის, Computer Science: The Hard Way-ის, ავტორი.
გიორგი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად აქტიურად ამუშავებს რამდენიმე პროექტს, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმას, დიჯითალ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც ადამიანური რესურსის დახმარების გარეშე მოიძიებს ინფორმაციას, დაამუშავებს, მოახდენს შედარებას და გააკეთებს მონაცემთა სრულ ანალიზს.
გიორგი ჩახნაშვილი - საქართველოში შექმნილი ხელოვნური ინტელექტი
ავტორი