ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: ქრისტინე ლორთქიფანიძე

ქრისტინე ლორთქიფანიძე, ანოვას თანადამფუძნებელი

 

სამი წევრით დაწყებული კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც დღეს უკვე 200 ადამიანს აერთიანებს

ქრისტინე ლორთქიფანიძე წარმოებისა და ინდუსტრიის კატეგორიის გამორჩეული წარმომადგენელია. ის არის კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ანოვას” თანადამფუძნებელი.

კომპანია 2017 წელს შეიქმნა და მის მიზანს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

“ანოვა” თანამშრომლობს საბანკო და საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ბიზნესთან, რომელთაც ბაზარზე ოპერირების სტრატეგიების შემუშავება სჭირდებათ. “ანოვა” კომპანიებს კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგების მიხედვით ახალი პროდუქტებისა და სერვისების პოტენციალის განსაზღვრაში ეხმარება.

ჩვენ ვქმნით მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

2019 წელს კომპანიამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში განახორციელა ინვესტიცია და რაოდენობრივი კვლევები სრულად განაახლა CATI და CAPI სისტემით.