ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: სანდრო დოლიძე და გიორგი ჭილაია

სანდრო დოლიძე და გიორგი ჭილაია, "ნებულა"-ს დამფუძნებლები

 

“We are a family business. Like Mafia” – ასე ახასიათებენ “ნებულას” სანდრო დოლიძე და გიორგი ჭილაია

“ნებულა” არც კოსმოსური ნისლია და არც, ძველი გაგებით, სხვადასხვა მიმართულებით გაფანტული ასტრონომიული ობიექტები. ეს არის ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და მოსწავლეებს ახალ, ინოვაციური სწავლების მეთოდს სთავაზობს. მათი მთავარი მიზანია, სწავლა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადონ. ამისათვის კი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.

სანდრო დოლიძე – კომპანიის თანადამფუძნებელი და CEO – თავისუფალი უნივერსიტეტის აზია- აფრიკის სკოლის კურსდამთავრებულია. იგი არაბულ ენასა და კულტურას შეისწავლიდა. ხოლო, გიორგი ჭილაიას საგანმანათლებლო თავგადასავალიც თავისუფალ უნივერსიტეტში დაიწყო, თუმცა მან საყვარელი საქმის კეთება გადაწყვიტა და, შედეგად, “ნებულას“ დამფუძნებელი და Chief Space Cowboy გახდა.

ჩვენი დევიზია: “ნებულა” არის “უმოკლესი გზა უმაღლეს საგამოცდო ქულამდე”.

ამას გარდა, "ნებულა" მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის ონლაინ ამზადებს და ცოტა ხნის წინ ზოგადი უნარების სავარჯიშოების უნიკალური, ნახევრადელექტრონული ჟურნალი გამოუშვა. წიგნი ყოველთვიური იქნება და ის ორი ნაწილისგან - ვერბალური და მათემატიკური კრებულისგან შედგება. თითოეულში სპეციალურად შექმნილი 120 სავარჯიშო იქნება თავმოყრილი.

"ნებულას" დამფუძნებლები განმარტავენ, რომ ისინი იღებენ იმ დიდ გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც უფროს პედაგოგებში არის დაგროვებული და მას სხვანაირად ფუთავენ. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს ნაწილების გაერთიანება ისე, რომ ინოვაციური შედეგი და პროდუქტი მივიღოთ. სწორედ ასეთია მათი წიგნი.