ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: სალომე ფაჟავა

სალომე ფაჟავა, მხატვრული ტანმოვარჯიშე

 

მხატვრული ტანვარჯიში მოითხოვს მუდმივ ფიზიკურ ენერგიას, მოქნილობასა და კოორდინაციას

სპორტის ამ სახეობის გახსენებისას თვალწინ ფერადი ლენტების ფრიალი და ტანმოვარჯიშისა და ბურთების ცეკვა წარმოგვიდგება – ჰარმონია, რომელიც ულამაზეს სანახაობას ქმნის. სპორტის სწორედ ამ სახეობის გამორჩეული წარმომადგენელია სალომე ფაჟავა, რომელმაც შეძლო და დაამტკიცა, რომ საქართველოს ტანმოვარჯიშეთა სკოლა ერთ- ერთი უძლიერესია მსოფლიოში. მას მრავალ საერთაშორისო შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული (2016 წელს რიო დე ჟანეიროში და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე).

მას არა ერთხელ მოუპოვებია დამსახურებული ადგილი საუკეთესოთა ათეულში, ხოლო 2015 წლის ევროპულ თამაშებზე სალომე ფაჟავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე გახდა ისტორიაში, რომელიც კონტინენტურ პირველობაზე მედალს დაეუფლა.

სალომე ფაჟავას შესრულებული რაჭული რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე

ამავდროულად, 24 წლის ქართველი ტანმოვარჯიშე საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და 30/30-ის სპორტის კატეგორიის გამარჯვებული.