ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ფოკუსში: დავით ხოსროშვილი

დავით ხოსროშვილი, WiFisher-ის დამფუძნებელი

 

ონლაინ სივრცეში მომხმარებლების ქცევის ანალიტიკა ათვისებული ნიშაა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მომხმარებლების ქცევაზე ფიზიკურ გარემოში

დავით ხოსროშვილმა მარკეტინგული პლატფორმა WiFisher-ი 2015 წელს შექმნა. კომპანია ტრადიციულ ბიზნესთან თანამშრომლობს, ეხმარება ბიზნესმენებს იმის გარკვევაში, თუ ვინ არიან მათი მომხმარებლები. პლატფორმა აგროვებს მონაცემებს, ვიზიტორებს სპეციფიკურ კატეგორიებში ანაწილებს და მათი ქცევის ანალიზს ახდენს. მსხვილი ამერიკელი ინვესტორების დაფინანსებით WiFisher-ი ხუთ ქვეყანაში გაფართოვდა და მომსახურებას 250-ზე მეტ დამკვეთს უწევს.

2011 წლიდან ხუთი კომპანიის თანადამფუძნებელი ვიყავი, თუმცა გადავწყვიტე, რომ დროა, ფოკუსირება ერთ კომპანიაზე მოვახდინო და ეს კომპანია WiFisher-ია.

დავით ხოსროშვილი კვირაში დაახლოებით 80 საათს მუშაობს თავის გუნდთან ერთად და ქმნის offline ანალიტიკის მომავალს.

გარდა იმისა, რომ დავითი 30/30-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიაში, თავად კომპანია WiFisher-ი 2017 წლის Forbes Startup Award-ის ჯილდოს მფლობელია.