ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ლიზი რამიშვილი | ახალგაზრდა ჩელისტი

 

UNDER 30 2021 წლის კულტურა და სტილის კატეგორიაში გამარჯვებული ახალგაზრდა მუსიკოსი და წარმატებული ჩელისტი, ლიზი რამიშვილი. თბილისში ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ, lლიზი 2014-2015 წლებში სასწავლებლად გერმანიაში, კრონბერგის აკადემიაში მიიწვიეს, სადაც პიტერ უსტინოვისა და ბორის პერგამენშიკოვის სტიპენდიები მოიპოვა და მსოფლიოს ოც რჩეულ სტუდენტ მუსიკოსს შორის მოხვდა. 2010-2015 წლებში ის ასევე იყო მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის ფონდის სტიპენდიატი. ლიზი რამიშვილების ცნობილი ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელია. მან საკმაოდ პატარა ასაკში გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები პროფესიული განვითარებისთვის და მუსიკალური ოჯახის ტრადიციას საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს. ვიოლონჩელოზე დაკვრა 7 წლის ასაკიდან დაიწყო. საბოლოოდ, 25 წლის ასაკში უკვე წარმატებული მუსიკოსია, და დაკვრის დროს თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს.

ლიზი რამიშვილი - 2021 წლის Forbes #30Under30-ის გამარჯვებული კატეგორიაში - "კულტურა და სტილი"