ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ივდით გაბესკირია | #Trice – მრავალენოვანი ჩატი მყისიერი თარგმნის ფუნქციით

 

"თრასი" -  კომუნიკაციის მარტივი საშუალებაა, რომელიც ტექნოლოგიების დახმარებით, ენობრივი ბარიერისგან მომენტალურად გვათავისუფლებს. უფრო გარკვევით რომ ავხსნათ, „თრასი“ აპლიკაციაა ჩატ, ვიდეო და აუდიო თარგმნის ფუნქციით, ანუ ყველასთან გასაგებ ენაზე საუბრის შესაძლებლობით. მისი კონცეფცია და გეზი ადამიანების ციფრული კომუნიკაციის საზღვრების მოხსნა და ახალი, მრავალენოვანი საკომუნიკაციო სერვისების ადამიანებამდე მიტანაა, რათა მომხმარებელს ყოველდღიური ცხოვრება გაუმარტივდეს. პროდუქტი უკვე დაიტესტვა საქართველოში და ეტაპობრივად, ქვეყნების არეალიც ფართოვდება. სამომავლოდ, კი იგეგმება მედიცინის ინდუსტრიაშიც დაინერგოს პლატფორმა, რადგან სექტორში მაღალია მოთხოვნა და თანაც მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის ინფორმაციის სწორი ფორმით მიღება და გაზიარება.