ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ანანო ბაკურაძე | Movement - ჩვენი ისტორიები ჩვენი იარაღია

 

Movement - ეს ციფრული მედია პლატფორმაა, რომლის დამაარსებლები ანანო ბაკურაძე და ეკა ქადაგიშვილი არიან. კინემატოგრაფიული თხრობის სტილით, კამერის არატრადიციული მოძრაობითა და თანამედროვე მედია-ტექნოლოგიებით, ისინი გვიყვებიან სოციალურ-კულტურულ ემოციებსა და ფიქრებზე. მთავარი ღერძი აქ გულწრფელობაა, კადრების სინამდვილე და რესპოდენტებისა და მათი ამბების მიმართ სიყვარული. სანამ Movement-ი თავის მაყურებლებს ამ ისტორიებს უმზადებს, Movement Production დიდი და პატარა კომპანიებისთვის მუშაობს, მათთვის ვინც კომუნიკაციის თანამედროვე გზას ‒ storytelling-ს ირჩევს. მეტწილად ყველა ვთანხმდებით რომ განვითარება ექსპერიმენტების გარეშე არ მოდის და სწორედ ამ ექსპერიმენტის შედეგია ისიც, რომ Movement-მა კინო და ხელოვნება მსხვილ კომპანიებთან დაამეგობრა და ამით ძალიან დიდ და მასშტაბურ სოციალურ-ეკონომიკურ ძვრებში თავისი პატარა და ამოუშლელი კვალი დატოვა.