ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ბიძინა გონაშვილი | #წერტი, ჯანსაღი წერტილი ქალაქში

 

გონაშვილების ოჯახმა კომპანია “აგროქიზიყი” 2011 წელს დააფუძნა, რომელიც პატარა ვეტერინარული აფთიაქის ფუნქციას ასრულებდა. ორი წლის შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერების სერვისის დანერგვა დაიწყეს, ხოლო 2015 წლისთვის , ცხოველთა საკვების დამამზადებელი საწარმო აამუშავეს. დღესდღეობით, “აგროქიზიყი” თავისი საქმიანობით ასობით ფერმერს აერთიანებს საქართველოში. ამასთანავე, კომპანია აერთიანებს ბრენდულ მაღაზიას "წერტი", რომლის სახელთანაც ქართულ ბაზარზე ხორცი, რძის ნაწარმი და სხვა პროდუქტები ასოცირდება.