თბილისში McDonald’s-ის ბურგერის პურის წარმოებისა და მისი ექსპორტზე გატანის შემდეგ, საქართველო იქნება მსოფლიოში ბურგერის პურის მწარმოებელი მეოთხე ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე დაპოზიციონირების მიზნით, Mastercard-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და მიზნად ისახავს გახანგრძლივდეს ტურისტების ქვეყანაში მოგზაურობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს ეკონომიკა. რეალურად ამ ორ უმსხვილეს კომპანიას მაკდონალდსსა და მასტერქართდს საერთო არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ მათ აერთიანებთ ერთი ადამიანი, რომელიც ამ მნიშვნელოვანი პროექტებისა და გადაწყვეტილებების უკან დგას.
ავტორი