23 წლის ასაკში უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დაიწყო და ახალ თაობას ხარისხიანი განათლების მიღებაში ეხმარებოდა, თუმცა უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყო მენტორობა. ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც სამი წლის წინ, მან საკონსულტაციო კომპანია Key Consulting-ი დააფუძნა და დაიწყო არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში. ერთ სივრცეში გააერთიანა, მასწავლებლები და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მსურველი ადამიანები, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და მუდმივი სიახლეებისა და სწავლების განსხვავებული მეთოდების გამოყენებით, ეხმარება მათ სასურველი შედეგის მიღებაში.
ავტორი