“ვარდი ყვავილების დედოფალია” – ასე ამბობს საქართველოში ყველაზე დიდი სანერგე მეურნეობის მფლობელი, 25 წლის ამბაკო ბრეგვაძე, რომელმაც უკვე ათი წელია დეტალურად შეისწავლა ვარდი მისი ხასიათი და გამოცდილებით იცის როდის რა სჭირდება. ახალგაზრდა აგრონომს ჭიათურის სოფელ ქვაციხეში 300–ზე მეტი სახეობის ვარდი აქვს და წელიწადში ათი ათასობით ძირს ამრავლებს.
ავტორი