ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2009 წლიდან ტარდება და მელომანების ერთ-ერთ საყვარელ ღონისძიებას წარმოადგენს. არსებობის ათი წლის მანძილზე მან ისეთ არტისტებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Deep Purple-ი, Placebo, Tom Odell-ი და კიდევ ბევრი, ხოლო ხარისხიანი მუსიკა, ტყე და დიდი მწვანე მინდორი... ეს ის გარემოა, რომელიც ფესტივალს დაუვიწყარს ხდის. კოკა გოგოხია Tbilisi Open Air-ის გუნდს 2014 წელს შეუერთდა და არაერთი ფესტივალის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.
ავტორი