ბიზნესის მუშაობის პროცესში უამრავი მონაცემი გროვდება, რომლის ანალიზითაც შესაძლებელია ობიექტური ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რას აკეთებს კომპანია სწორად და რისი შეცვლაა აუცილებელი. შესაბამისად, მსოფლიოს წარმატებული კომპანიები მონაცემთა ანალიტიკას მთელი სერიოზულობით უდგებიან და შედეგიც არ აყოვნებს. საქართველოში კი ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მონაცემთა დამუშავებას დიდი ყურადღება დაუთმო, თიბისი იყო. ეს კომპანია უკვე თითქმის ათი წელია წარმატებით ახორციელებს მონაცემების ანალიზს, რაც ბიზნესს და ბიზნესის მომხმარებლებს უფრო მეტი კეთილდღეობის მიღების საშუალებას აძლევს.
ავტორი