‘ვაჭრობა და ელექტრონული კომერციის კატეგორიაში“ გამარჯვებული ახალგაზრდები ხელს უწყობენ საქართველოში ონლაინბაზრობის განვითარებას. აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის ცნობადობის გაზრდის პროცესებში, ცდილობენ საქართველოს პოტენციალის წარმოჩენას და ამ გზით ახალი სავაჭრო პარტნიორების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნით. სწორედ ამ გზას ადგას B2C.ge-ს დამფუძნებელი, ქეთევან ვაჩიბერიძე, რომლის შექმნილი პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია საკუთარი ბიზნესისთვის. შედეგად, 100-ზე მეტი ონლაინ მაღაზია შეიქმნა, რომლებიც საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზეც ახდენენ.
ავტორი