ხვანჭკარის ღვინის მარანი ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა და ქართული ღვინის მრავალფეროვან სახეობებს აწარმოებს. ქარხანა რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს და ყველაზე საინტერესოა ისტორიაა, რომელიც ამ სახელის უკან დგას. მე-19 საუკუნის ბოლოს, თავადმა დიმიტრი ყიფიანმა ღვინო ხვანჭკარის დაყენების ტექნოლოგია თავადვე გამოიგონა და ჯერ კიდევ 1907 წელს ბელგიაში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე, ღვინომ ოქროს გრანპრი მოიპოვა. სწორედ მისი მარნის ადგილას, უკვე 20 წლის შემდეგ, აშენდა ხვანჭკარის ღვინის მარანი, რომელსაც მალე საუკუნე შეუსრულდება. 2010 წელს კი, ეს კომპანია ჭანტურაიების ოჯახმა შეიძინა და ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად, თანამედროვე სტანდარტს მორგებული ღვინის მარანი დააფუძნა.
ავტორი