ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ნათია სესკურია | საქართველო რუსული აგრესიის წინაშე

 

რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ ასრულებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმების დარღვევას კვლავ განაგრძობს. ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო საქართველოზე, რომელიც აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც რუსული აგრესიის წინაშე დგას, ხოლო მოსკოვი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას განაგრძობს. სტატიის ერთ-ერთი ავტორი თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი, ნათია სესკურიაა, რომელიც პარალელურად ახალ თაობას ასწავლის და უნივერსიტეტში უძღვება რუსეთის პოლიტიკისა და მთავრობის კურსს.