"ვარდი ყვავილების დედოფალია" – ასე ამბობს საქართველოში ყველაზე დიდი სანერგე მეურნეობის მფლობელი, 25 წლის ამბაკო ბრეგვაძე, რომელმაც უკვე ათი წელია დეტალურად შეისწავლა ვარდი, მისი ხასიათი და იცის როდის რა სჭირდება. ახალგაზრდა აგრონომს, ჭიათურის სოფელ ქვაციხეში 300–ზე მეტი სახეობის ვარდი აქვს და წელიწადში ათი ათასობით ძირს ამრავლებს. ეს მისი პროფესიაცაა და საყვარელი საქმეც. ამიტომაც ამბობს ასე თამამად, რომ ვარდის გამრავლება და მოვლა რთული სულაც არ არის, მაშინაც კი თუ 35 ათას ნერგთან არც თუ იშვიათად მარტო მუშაობს.
ავტორი