ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ნიკა კვარაცხელია | Feedc-ის ყველაზე დიდი განახლება

 

ქართულმა პლატფორმა Feedc-იმ, ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი განახლება გააკეთა. თუ აქამდე პლატფორმაზე მხოლოდ ადგილმდებარეობის მიხედვით იყო შესაძლებელი სხვადასხვა ქალაქებისა თუ ქვეყნის „ფიდებისთვის“ თვალის მიდევნება, ამიერიდან, აქ უკვე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო საინფორმაციო გვერდისა თუ ბლოგერის გამოწერა. ამ გზით კი, სასურველი ინფორმაცია არ გამოგრჩებათ. მეორე მხრივ, Feedc-ზე გაუმჯობესებულია პოსტის შექმნის პროცესიც – ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის პლატფორმას სტატიების დაწერისა და გამოქვეყნების შესაძლებლობა დაემატა.