მუსია ქებურია პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია. პირველად სამი წლის ასაკში დახატა და მას შემდეგ ეს საქმე არ შეუწყვეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქუჩის ხელოვანია, რომელიც მიზნად ისახავს კიდევ უფრო დიდ და მასშტაბურ კედლებთან შეჭიდებას და სურს საკუთარი მცირე წვლილით საქართველომ მსოფლიო STREET ART-ის რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. საქართველოს სხვადახვა ქალაქისა თუ კუთხის გარდა, მან კვალი უკრაინაში, ნორვეგიასა და პორტუგალიაშიც კი დატოვა.
ავტორი