არტისტ ლევან სონღულაშვილის ბიოგრაფიის თხრობა 2014 წლიდან უნდა დავიწყოთ, როცა თბილისის სამხატვრო აკადემიის საბაკალავრო დიპლომის შესაქმნელად 6 თვე სახლში გამოიკეტა. მაშინ შექმნა, როგორც ამბობენ ხოლმე, „პორტრეტების სერია“. სახეები, რომლებიც ცოცხალი მზერისა და ბუნებრივი, ადამიანური ხასიათის ჩვენების გარდა, თითქოს მსოფლიო სახვითი ხელოვნების უზარმაზარ გამოცდილებას „იგონებს“ და მნახველს ერთდროულად უჩენს სიძველის და ცოცხალის, მითიურობის, რელიგიურობის განცდას და რეალიზმის შეგრძნებას.
ავტორი