ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ქეთევან ქართველიშვილი | ქართული მუსიკის ელჩი - “The Georgian Six”-ის სოპრანო

 

ქეთევან ქართველიშვილი, ჯგუფ “The Georgian Six”-ის სოპრანოა და პოპულარიზაციას უწევს ქართულ მუსიკას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. თავად ჯგუფი შეიქმნა 2013 წელს, ხოლო ამ შემადგენლობით 2016 წელს დაკომპლექტდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯგუფის ექვსივე წევრი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობითა და მაგისტრის ხარისხით. ამიტომ სულაც არ არის გასაკვარი, რომ მათ არა ერთი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული.