ENG

თიბისი ბანკი

მთავარი პარტნიორი

თიბისი ბანკი

პარტნიორი

 

ქეთა ბაღაშვილი | Beauty Lab - ბიზნესად ქცეული ფეისბუკ ჯგუფი

 

პროფესიით ჟურნალისტისთვის ხალხთან კომუნიკაცია, ადამიანების ერთი იდეის გარშემო შემოკრება და შემდეგ, ამ ქაოსის მართვა ქეთა ბაღაშვილისთვის ჰობი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სფეროსთან კავშირი არ ჰქონია, ფეისბუკზე შექმნილი ჯგუფის Beauty Lab-ის წევრებთან ერთად ისწავლა ყველაფერი ამ ინდუსტრიის შესახებ. ამასთან, მიეცა შანსი დიდი ხნის სურვილი აეხდინა და საქართველოში სილამაზის ინდუსტრიისა და მომსახურების სფეროს დახვეწაში მიეღო მონაწილეობა და სწორედ ასე შეიქმნა და გაეშვა ძალიან საჭირო ბრენდი Beauty Lab App.