მერი არაბიძე უკვე 21 წელია, რაც ჭადრაკს თამაშობს. პროფესიული თვალსაზრისით, მას პაექრობა უწევს როგორც ქალების, ისე მამაკაცების წინააღმდეგ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კი მის სახელს შთამბეჭდავი მიღწევები – მედლები და წოდებები დაუკავშირდა, ერთ-ერთი მათგანია ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატისა და მამაკაცთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება. ის ჩვენი კიდევ ერთი “ლაზიერის გამბიტია”, რომელიც საქართველოში და საქართველოს სახელით მთელს მსოფლიოში აღწევს წარმატებას.
ავტორი