Forbes Georgia-ს პროექტი #30UNDER30 იმ ახალგაზრდებს აჯილდოებს რომლებიც თავიანთი ძალისხმევით და გაბედულობით აღწევენ წარმატებას. სწორედ ასეთია 2021 წელს, მეცნიერების სფეროს ნომინაციაში გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერი, მკვლევარი და ლექტორი გვანცა სალუქვაძეც. გვანცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორობის კანდიდატი და ციურიხის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მიმართულებაზე - აფილირებული მკვლევარია. გვანცა უკვე წლებია სიღრმისეულად სწავლობს გლობალური ცვლილებების შედეგად მაღალმთიან რეგიონებში გამოხატულ სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას. მას გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი პუბლიკაცია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში, სადაც აქტიურად აჟღერებს მთის საზოგადოების საჭიროებებსა და გამოწვევებს.
გვანცა სალუქვაძე - 2021 წლის Forbes #30Under30-ის გამარჯვებული კატეგორიაში - "მეცნიერება"
ავტორი