სკოლის შემდეგ სწავლა „იაკობსის ბრემენის უნივერსიტეტში“ გააგრძელა, ფიზიკის ფაკულტეტზე. თუმცა, კონსტანტინემ იცოდა, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც სჭირდებოდა. აი, ასე მოხვდა ფრიდრიხ ლურსენის გემთმშენებელ კომპანიაში. სამაგისტრო პროგრამის სწავლის პარალელურად, კონსტანტინე „ფორმულა 1-ის“ საუნივერსიტეტო გუნდში გაწევრიანდა და გუნდთან ერთად დააპროექტა და შექმნა ელექტრომანქანა, რომელმაც „ფორმულა 1-ის“ საუნივერსიტეტო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, სადაც 500 უნივერსიტეტი ეჯიბრება ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში.კონსტანტინეს გუნდის მიერ შექმნილმა მანქანამ მოიგო თითქმის ყველა შეჯიბრი და დელფტის უნივერსიტეტი გახდა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი.
„დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ დოქტორანტი და მკლევარი, გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით კონსტანტინე ჭეიშვილი.
კონსტანტინე ჭეიშვილი - 2021 წლის Forbes #30Under30-ის გამარჯვებული კატეგორიაში - "ანტრეპრენიორები და მეწარმეები"
ავტორი